იულია ტიმოშენკო რეანიმაციაში მოათავსეს

უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო, რომელიც ნარინჯისფერი რევოლუციის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იყო, რეანიმაციაში მოათავსეს. კორონავირუსით დამძიმებული მდგომარეობის გამო იგი ამჟამად მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

Photo Credits to Denis Kuvaev

59 წლის პოლიტიკოსის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია მისმა პრესსპიკერმა – მარინა სოროკამ გაავრცელა. მან სოციალურ ქსელ Facebook-ზე გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც იგი იუწყება, რომ, ამ დროისათვის, კარგი სიახლე არ აქვთ და ტიმოშენკოს ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავაც მძიმეა.

უკანასკნელი მონაცემებით, პანდემიის დაწყების დღიდან უკრაინაში 108 ათასზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა კორონავირუსით, გარდაიცვალა 2,318 და გამოჯანმრთელდა 52 ათასზე მეტი ინფიცირებული.