„ტოტალ შარმ დენტი“ – მომავლის სტომატოლოგია

პლასტიკური ქირურგიისა და დერმატოლოგიის კლინიკა „ტოტალ შარმის“ ფრენჩაიზი -სტომატოლოგიური კლინიკა – რამდენიმე თვის წინ გაიხსნა. „ტოტალ შარმის ვაკის“ და „ტოტალ შარმ დენტის“ (სტომატოლოგიისა და ესთეტიკის კლინიკა) დამფუძნებლისა და დირექტორის ალბინა ქაჯაიას ჩანაფიქრი იყო, შეექმნა უმაღლესი სტანდარტის, ლუქს კლასის ტექნიკითა და მასალებით აღჭურვილი და უცხოეთში განათლებამიღებული, გამოცდილი სპეციალისტებით დაკომპლექტებული კლინიკა, სადაც სტომატოლოგია იქნებოდა სრულად ციფრული და უპასუხებდა თანამედროვეობის უკლებლივ ყველა გამოწვევას.

ფოტო: თორნიკე ქათამაძე

„ტოტალ შარმის“ ორ სართულზე განთავსებულ სტომატოლოგიურ კლინიკაში მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს მიიღოს კომპეტენტური კონსულტაცია და უმაღლესი სტანდარტის მკურნალობა სტომატოლოგიური მომსახურების ყველა მიმართულებით. ულტრათანამედროვე ციფრული სტომატოლოგია უზრუნველყოფს როგორც მკურნალობის, ისე მომსახურების უმაღლეს ხარისხს. სტომატოლოგიაში მსოფლიო სტანდარტის პირობაა ულტრათანამედროვე აპარატურა: 3D კომპიუტერული ტომოგრაფია, ინტრაორალური სკანერი, ახალი, ყველაზე უსაფრთხო და ეფექტური გათეთრების აპარატი „ზუმ-4“(ცივი ნათების სხივით).

„ტოტალ შარმის“ სტომატოლოგიურ კლინიკაში ვიზიტი თერაპევტთან კომფორტულ ატმოსფეროში კონსულტაციით იწყება. ის ატარებს პირველად გამოკვლევას და ადგენს მკურნალობის გეგმას. კბილების ნებისმიერი სახის პრობლემის დიაგნოსტირება კლინიკაში ციფრული ტექნოლოგიების დახმარებით ხდება. კბილების მკურნალობის პროცესში გამოიყენება უახლესი თერაპიული ტექნიკა, მათ შორის ფესვის არხის მკურნალობა მიკროსკოპის ქვეშ.

ფოტო: თორნიკე ქათამაძე

კლინიკის ექიმების მიზანი უპირობოდ კბილების შენარჩუნებაა, თუმცა როცა კბილის ექსტრაქცია (ამოღება) გარდაუვალია, ქირურგი მინიმალური ინვაზიით, მაქსიმალურად ატრავმულად ატარებს ქირუგიულ მანიპულაციას ლაზერული ტექნიკის დახმარებით, რაც შესაძლებელს ხდის შემცირდეს გართულებების რისკი და შეხორცების დრო. კლინიკის ქირურგიულ განყოფილებაში კბილებთან ერთად პაციენტებს უტარდებათ ღრძილებზე კომპლექსური ოპერაციები, მით უფრო, თუ ისინი მომავალში იმპლანტებზე აპირებენ არჩევანის შეჩერებას.

კლინიკის გამოცდილი ექიმების ნაწილი სპეციალიზებულია პროთეზირებასა და იმპლანტაციაში. იმპლანტაცია კბილის დანაკლისის აღდგენის უალტერნატივო მეთოდია. ორთოპედი და ქირურგი ციფრულად ადგენენ იმპლანტაციის გეგმას, რაც გვეხმარება წინასწარ განვსაზღვროთ მომავალი შედეგი, რაც წარმატებული იმპლანტაციის გარანტია.

კლინიკაში გამოიყენება ლუქს ხაზის იმპლანტები შვეიცარიიდან, გერმანიიდან, კორეიდან. პროთეზირების პროცესში პრიორიტეტულია ბუნებრიობის მაქსიმალურად შენარჩუნება, კბილების კომპიუტერული მოდელირება და მიკროსკოპული სიზუსტე.

ფოტო: თორნიკე ქათამაძე

კბილების როგორც ესთეტიკურად, ისე ფუნქციურად გაუმჯობესებისთვის კლინიკაში უმაღლესი ხარისხის კერამიკული ვინირები და გვირგვინები გამოიყენება. კერამიკული ვინირების საშუალებით შეგვიძლია კბილებს მივცეთ ჩვენთვის სასურველი ფორმა და ფერი და გავიუმჯობესოთ ესთეტიკა. ვინირების მეთოდი აქტიურად გამოყენება ესთეტიკურ სტომატოლოგიაში და საშუალებას იძლევა კბილის ქსოვილის მინიმალური დანაკარგით გამოსწორდეს კბილების ესთეტიკური ხარვეზები. რაც შეეხება გვირგვინებს, ისინი სრულად ფარავენ კბილებს, რაც საშუალებას გვაძლევს დავაკორექტიროთ თანკბილვა და გავაუმჯობესოთ ღეჭვითი ფუქცია, რაც ჯანმრთელობისთვის უმნიშვნელოვანესია.

კლინიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა პაროდონტოლოგია – ღრძილების მკურნალობა. სპეციალისტები არა მხოლოდ აზღვევენ პაციენტს ღრძილების დაავადებების გამწვავებისგან, ასევე გამოავლენენ ღრძილების დაავადების მიზეზს. ეს კი შესაძლებლობას იძლევა ერთხელ და სამუდამოდ წარმატებით გადაიჭრას პრობლემა და პაციენტმა კბილები არ დაკარგოს ღრძილების დაავადების გამო.

კლინიკაში გამოიყენება სწორი თანკბილვის აღდგენის ყველა მეთოდი. მაღალი კლასის პროფესიონალმა ორთოდონტმა იცის როგორ ჩამოაყალიბოს სწორი თანკბილვა ნებისმიერ ასაკში. პირველ ეტაპზე ის ფაქიზად არჩევს კორექციის ყველაზე ზუსტ მეთოდს. თანკბილვის სხვადასხვა პრობლემის მოგვარება არა მხოლოდ ლამაზი ღიმილის გარანტია, არამედ მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მთელი ორგანიზმის ჯანმრთელობაზე. უმაღლესი კატეგორიის ექიმი ორთოდონტიულ მკურნალობას საკუთარი საავტორო, დაჩქარებული მეთოდებით ატარებს.

ფოტო: თორნიკე ქათამაძე

სტომატოლოგიურ მომსახურებათა ფართო სპექტრში ერთ-ერთი ყველაზე მაღალმოთხოვნადი პროცედურაკბილების გათეთრებაა. მათ, ვინც ქათქათა ღიმილზე ოცნებობს, შეუძლიათ ლაზერული გათეთრების- ზუმ4-ის – ყველაზე უსაფრთხო და ეფექტური მეთოდით ისარგებლონ.

კლინიკის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ბავშვთა სტომატოლოგია. სპეციალისტებმა იციან როგორ მოიპოვონ ბავშვის ნდობა, გაუჩინონ მას ინტერესი პირის ღრუს მოვლის მიმართ და ასწავლონ კბილების სწორად გახეხვა. ბავშვებისთვის სტომატოლოგთან ვიზიტი სასიამოვნო პროცესი ხდება, არ უკავშირდება სტრესს და არ ხდება ტრავმული გამოცდილების წინაპირობა.

კლინიკის უახლოეს გეგმებშია საკუთარი ლაბორატორიის გახსნა, რომელიც მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება და ნებისმიერი სტომატოლოგიური მანიპულაციისთვის ყველანაირ წინასწარ გამოკვლევას კლინიკის ბაზაზე უზრუნველყოფს.

უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ „ტოტალ შარმის ვაკის“ და „ტოტალ შარმ დენტის“ (სტომატოლოგიისა და ესთეტიკის კლინიკა) დამფუძნებელმა და დირექტორმა ალბინა ქაჯაიამ ჩანაფიქრი სისრულეში მოიყვანა და უკვე შექმნა უმაღლესი სტანდარტის, ლუქს კლასის ტექნიკითა და მასალებით აღჭურვილი და უცხოეთში განათლებამიღებული, გამოცდილი სპეციალისტებით დაკომპლექტებული კლინიკა, სადაც სტომატოლოგია სრულად ციფრულია და პასუხობს თანამედროვეობის უკლებლივ ყველა გამოწვევას.