ნინა ცარელაშვილი პრესტიჟული ევროპული მუსიკალური ფესტივალის ფინალისტია

Photo Credits to Tour Music Fest

ქართველი სოპრანო ნინა ცარელაშვილი ევროპის ერთ-ერთი პრესტიჟული მუსიკალური კონკურსის, Tour Music Fest-ის  ფინალისტია.  დამწყები მუსიკოსებისათვის განკუთვნილი კონკურსის ფარგლებში 7 კატეგორიაში 63 ფინალისტი შეირჩა. ნინა ცარელაშვილი ოპერის შემსრულებელთა კატეგორიის გამარჯვებულ ფინალისტებს შორის მოხვდა.

ნინა ცარელაშვილი ვანო სარაჯიშვილის თბილისის კონსერვატორიის კუსრდამთავრებულია. ის ასევე სწავლობდა იტალიის ოზიმოს საოპერო აკადემიაში.

კონკურსის ფინალი 24 დეკემბერს იტალიის დედაქალაქ რომში გაიმართება. რომს სხვადასხვა ქვეყნებიდან ეროვნულ ფინალში გამარჯვებული მუსიკოსები და შემსრულებლები  ეწვევიან.

Tour Music Fest-ი 2007 წელს იტალიაში დაარსდა და დამწყები მუსიკოსებისა და შემსრულებლებისათვის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და გრანდიოზულ კონკურსად ითვლება. კონკურსი აერთიანებს – დიჯეებს, პროდიუსერებს, მომღერლებს, ბენდებს და სხვა. წელს ფესტივალის პარტნიორები ბერკლის სამუსიკო სკოლა და Sony Music არიან.

კონკურსის გამარჯვებულს სრულად დაუფინანსდება ბერკლის საზაფხულო პროგრამა აშშ-ში, პირველი სინგლის ჩაწერა, საერთაშორისო მუსიკალური ტურნე და ჯილდოდ გადაეცემა 10,000 ევრო.