საქართველო WPS ინდექსის საერთაშორისო რეიტინგში 46-ე პოზიციაზეა. აღსანიშნავია, რომ ქვეყანას რეგიონში საუკეთესო პოზიცია უჭირავს. ყველა მეზობელი ქვეყანა (თურქეთი, რუსეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი) 50+ პოზიციაზეა რანჟირებაში.
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ქალთა კეთილდღეობასა და მათ ჩართულობაზე საზოგადოებრივ საქმიანობაში მნიშვნელოვან წარმოდგენას შეგვიქმნის WPS ინდექსი (ქალთა მშვიდობისა და უსაფრთხოების ინდექსი). Georgetown Institute for Women, Peace and Security-სა და PRIO Centre-ის ერთობლივი კვლევით დასტურდება, რომ ქალები ეკონომიკურად წარმატებულები და უსაფრთხო გარემოთი უზრუნველყოფილნი ძირითადად ისეთ ქვეყნებში არიან, სადაც უზრუნველყოფილია თანაბარი უფლებები.
WPS ინდექსი ქალთა კეთილდღეობას სამ ძირითადი მიმართულებით ზომავს:
- ჩართულობა ეკონომიკურ, სოციალურ თუ პოლიტიკურ საქმიანობაში;
- სამართლიანი გარემო – ქვეყანაში არსებული კანონები და არაფორმალური დისკრიმინაცია;
- უსაფრთხოება ოჯახში, საზოგადოებასა და სოციუმში.
WPS ინდექსი ქალების კეთილდღეობას 11 ინდიკატორის საშუალებით მსოფლიოს 167 ქვეყანაში იკვლევს.
ქალების ინკლუზიური ჩართვა ქვეყნის ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ განვითარებაში, სამართლიანობა და უსაფრთხოება კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ვინაიდან ქალები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ საკუთარი ოჯახების, თემის, ქვეყნის ეკონომიკისა და საზოგადოების განვითარებაში.
WPS ინდექსის საუკეთესო ქვეყნების სია შემდეგნაირად გამოიყურება:
საქართველომ WPS ინდექსის საერთაშორისო რეიტინგში 46-ე ადგილი დაიკავა. 11 ინდიკატორიდან მხოლოდ 5 დააკმაყოფილა, ხოლო დანარჩენი 6 კვლავ გამოწვევად რჩება, ესენია: ქალთა ფინანსური ჩართულობის დაბალი მაჩვენებელი, დასაქმების პრობლემა, საპარლამენტო წარმომადგენლობის მცირე მასშტაბი, სამართლებრივი დისკრიმინაციის შესაძლებლობა, ოჯახში ვაჟისადმი უპირატესობის მინიჭება, საზოგადოებაში გაბატონებული სტერეოტიპები. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საქართველოში 2017 წელთან შედარებით 24%-ით გაიზარდა ქალების ფინანსური ინკლუზიურობა.
2019 წლის რანჟირების თანახმად, მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა, ისლანდია ასრულებს WPS ინდექსის ყველა კომპონენტს და შესაბამისად, გარანტირებულად უზრუნველყოფს ქალთა კეთილდღეობას.