გინახავთ მაღაზია, რომელიც ბედნიერებას, სიხარულს ასხივებს?!
გინახავთ სივრცე, საიდანაც ემოციები თან მიგაქვთ?!
სწორად კითხულობთ, მხოლოდ ნივთები კი არა, ემოციები მიგაქვთ თან! ეს საკუთარ თავზე გამოვცადე, როცა შაბათ დილას, საქართველოში ყველაზე დიდ სადღესასწაულო აქსესუარების მაღაზიას – „MyDay”-ს ვესტუმრე. თავგადასავალი შესვლისთანავე იწყება და ემოციები, რომელსაც აქ იღებთ მთელი დღე მიგყვებათ. აქ დაწყებული ჩემი დღე მართლაც ფანტასტიკური გამოდგა. ამ შთაბეჭდილებების თქვენთვის გაზიარებას მარტო ვერ შევძლებდი, ამიტომ ამბავს „MyDay“-ის დამფუძნებელთან, მარიამ წერეთელთან ერთად გიყვებით.
ნებისმიერი ფერის, ფორმის, ზომის, დანიშნულების ჰელიუმის ბუშტები, სანთლები, თემატური დეკორაციები და ნებისმიერი წვეულებისთვის შესაბამისი აქსესუარები, საკარნავალო კოსტუმები, ნიღბები, ყვავილების კოლექცია, მაგიდის აქსესუარები და ორიგინალური საჩუქრები – მოკლედ, მთავარია ისურვოთ და “MyDay”-ის მისამართი იცოდეთ. მერე ყველაფერი ძალიან მარტივია, რადგან ამ კომპანიის გუნდს სჯერა, რომ წვეულებისთვის ასაკს მნიშვნელობა არ აქვს! მარიამმა ინტერვიუმდე ექსკურსია შემოგვთავაზა, მისი განწყობა ისეთი გადამდებია, რომ ამ სტატიასაც ახლა სწორედ „MyDay“-დან წამოღებული ემოციებით ვწერ.
მარიამის კარიერული ისტორია Lufthansa ჯგუფიდან იწყება, შემდეგ იყო „ვისოლ ჯგუფი“ და პირველი „სმარტი“, „ვენდისი“, „დანკინ დონატსი“, სადაც მარიამი იმპორტისა და ლოჯისტიკის მიმართულებას ხელმძღვანელობდა.
„რეალურად ამ ორ უმსხვილეს კომპანიაში მიღებული გამოცდილება იყო ის ბაზა, რომელმაც მომცა ცოდნა და გამოცდილება განმევითარებინა „MyDay“.
ბუნებრივად ჩნდება კითხვა, საიდან გაჩნდა „MyDay“-ის გახსნის იდეა. მისი პასუხიდან ირკვევა, რომ იდეა წლების წინ საქართველოში სადღესასწაულო აქსესუარების არსებულმა დეფიციტმა მოიტანა. მარიამი გარკვეული პერიოდის განმავლობაში გერმანიაში ცხოვრობდა, ხშირი მიმოსვლა ჰქონდა სხვადასხვა ქვეყნებში და წვეულებების აქტიური სტუმარი იყო. გვიყვება, რომ წვეულებებზე, მისთვის განსაკუთრებული ყურადღების ფოკუსში ყოველთვის ხარისხიანი, სადღესასწაულო თემატური აქსესუარები ხვდებოდა, რომელიც ამ კონკრეტულ დღეს განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენდა. ზუსტად ეს ინტერესი აღმოჩნდა ძირითადი მოტივი, რომ მსგავსი აქსესუარები საქართველოშიც ხელმისაწვდომი ყოფილიყო.
„გადავწყვიტეთ შეგვექმნა, სივრცე რომელიც იქნებოდა ყველასთვის საყვარელი ადგილი ნებისმიერი სადღესასწაულო სამზადისისთვის“.
2017 წელს, „MyDay“ თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, სავაჭრო ცენტრ „ჰოუმმარტში“ გაიხსნა. დაიწყო შრომა განვითარებისა და აღიარებისთვის. საერთაშორისო მასშტაბის პარტნიორების ნდობა „MyDay“-მ სწრაფად მოიპოვა, რამაც მას გაფართოების და გამსხვილების შესაძლებლობა მალევე მისცა და დღეს, ის ევროპისა და ამერიკის მასშტაბით, ისეთი უმსხვილესი მწარმოებლების პროდუქციის ოფიციალური დისტრიბუტორი ან მათი ექსკლუზიური პარტნიორია, როგორიცაა: AMSCAN Europe, Boland და Creative Converting.
„ახალგაზრდა კომპანიისთვის საერთაშორისო მასშტაბით ამხელა ნდობის მოპოვება მარტივი არ იყო, თუმცა „MyDay“-ის თანმიმდევრული და მზარდი განვითარებით ჩვენთან თანამშრომლობა მათთვის საინტერესო აღმოჩნდა.“
„MyDay“ ხელმისაწვდომია ვირტუალურ სივრცეშიც. ონლაინ მაღაზიაში www.my-day.ge შენაძენის გაკეთება შესაძლებელია როგორც საქართველოდან, ისე მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, რაც შესაძლებლობას იძლევა ათასობით კილომეტრის მიუხედავად, დღესასწაული, თავგადასავალი და სასურველი განწყობა გაუგზავნოთ საყვარელ ადამიანებს.
როგორც მარიამი ამბობს, „MyDay“ ე.წ One Stop Shop-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ აქ არის ყველაფერი, რაც შეიძლება წვეულებისთვის ან სულაც ერთი ჩვეულებრივი დღის გაფერადებისთვის დაგჭირდეთ.
„ჩვენ გვჯერა, რომ წვეულებას არ აქვს ასაკი, რაც ნიშნავს იმას, რომ მთელი ცხოვრების მანძილზე „MyDay“ შენთვის მნიშვნელოვანი დღეების საიმედო პარტნიორია“.
ოთხი წლის შემდეგ „MyDay“-ში რებრენდინგის დროა. კომპანიის ახალი კონცეფცია და იერსახე ყველაზე მთავარს ასახავს – თავისუფლებას და ინდივიდუალიზმს, რომელიც მაღაზიაში შესვლისთანავე იგრძნობა.
„რებრენდინგის საშუალებით, ზუსტად შევძელით „MyDay“-ის განწყობის ვიზუალიზაცია“.
ქვეყანაში ყველაზე დიდი სადღესასწაულო აქსესუარების მაღაზია „MyDay“, ბაზარზე ერთი ლოკაციით არის წარმოდგენილი, რომელიც 5000-ზე მეტ, მუდმივად განახლებად ასორტიმენტს აერთიანებს.
ამ თვის მთავარი დღესასწაული ჰელოუინია და „MyDay“-ში დიდი სამზადისია. საჰელოუინე დეკორაციები, კოსტუმები, მაკიაჟი და უამრავი საინტერესო აქსესუარი თქვენს ყველაზე „საშიშ წვეულებას“ კიდევ უფრო დაუვიწყარს გახდის და ეს სამზადისი ყველა მომდევნო დღესასწაულზე თავიდან იწყება. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ „MyDay“ ეკომეგობრული კომპანიაა, ყველა ლატექსის ბუშტი 100%-ით ბუნებრივი ლატექსისაგან არის დამზადებული და სრულად ბიოდეგრადირებადია.
„MyDay“-ის ქვეყნის მასშტაბით ანალოგი არ ჰყავს. როცა მარიამი ამას ამბობს, ცხადია ეს არ ნიშნავს, რომ „MyDay“ კონკურენციის წინააღმდეგია, პირიქით! აქ ჯანსაღ კონკურენციას მიესალმებიან, თუმცა ოთხი წლის განმავლობაში ჩამოყალიბებული ხასიათი და სტილი, რომელიც მაღაზიის იერსახესა და ლიცენზირებული პროდუქციის ასორტიმენტში აისახება, ბაზარზე საკუთარ გამორჩეულ სიტყვას ამბობს.
„ასორტიმენტი ისე გვაქვს შერჩეული, რომ შეიძლება ერთი ბუშტითაც გამოხატო იმ წუთის ემოციაც, განწყობაც, – იგივეა დეკორაციებში, ამიტომ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, ცდას არ ვაკლებთ, რომ ჩვენი აქსესუარები ყველასთვის იყოს ხელმისაწვდომი“.
ფიზიკური მაღაზიის პარალელურად, „MyDay“ თანამშრომლობს მიწოდების სხვადასხვა პლატფორმებთან, ეს კი შესყიდვის პროცესს კიდევ უფრო მეტად მოქნილს ხდის. „MyDay“-ის მიწოდების მომსახურების მეშვეობით, შეკვეთის მიღება შესაძლებელია სასურველ დროსა და ადგილზე, კვირაში 7 დღე 24 საათის განმავლობაში.
მარიამის აზრით, სანდოობა, რომელიც მათ მომხმარებლებს ჩამოუყალიბდათ „MyDay“-თვის განსაკუთრებით ძვირფასია. კომპანიის ერთ-ერთი უახლესი შეთავაზებაა „MyDay“-ის თავგადასავლები. ინტერნეტმაღაზიაში ერთი დაწკაპვით უკვე შეძლებთ დაგეგმოთ დაუვიწყარი თავგადასავალი ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის.
თავგადასავლები ფიზიკურ მზაობას ან განსაკუთრებული უნარების ფლობას არ მოითხოვს და ის წინასწარ დაგეგმილია, ეს კი ნიშნავს, რომ შეთავაზება მოიცავს ტრანსპორტირების სრულ სერვისს, შესაბამის აქტივობას, ლანჩსა და დაზღვევას.
თავგადასავლებში ნებისმიერი ადამიანი აღმოაჩენს მისთვის საინტერესო აქტივობას, რომელიც შეიძლება იყოს ცხენოსნობა, კლდეზე ცოცვა, აეროსტატით ან პარაპლანით ფრენა, ჯომარდობა, ველო ტური, სასროლეთის გამოცდილება და სხვა.
„MyDay“-ის თავგადასავლები შესანიშნავია როგორც ოჯახური აქტივობისთვის, ისე მოზარდებისთვის, წყვილებისთვის ან უბრალოდ მეგობრების შეხვედრებისთვის“.
„MyDay“-ის ასეთ განსაკუთრებულს სწორედ მისი საოცარი გუნდი ქმნის. მარიამს მიაჩნია, რომ ყველა ბიზნესის წარმატება რიგით თანამშრომლებზე დგას და თვლის, რომ გაუმართლა, რადგან მისი გუნდი დაკომპლექტებულია ადამიანებისგან, რომლებიც „My Day“-ის ღირებულებების გამზიარებლები არიან. თითოეული მათგანი მომხმარებლების მაღაზიაში შემოსვლისთანავე მისი დღესასწაულის თანამონაწილე ხდება. ასეთივეა უკუკავშირიც, მომხმარებლები არ მალავენ, რომ აქ მათთვის დღესასწაულს ქმნიან!
დრომ მოიტანა ისიც, რომ ადამიანებს ნივთებზე მეტად ემოციების გაზიარება გვჭირდება, ეს განსაკუთრებით მაშინ, როცა პანდემიის ეპოქაში ვცხოვრობთ. ცხადია, COVID 19-ის გავლენის მიღმა ვერც „My Day“ დარჩებოდა. გეგმები, რომელიც კომპანიას ჰქონდა დროში გადავადდა, თუმცა „My Day“-მ პანდემია გამოწვევად აქცია და ასე ის უფრო მოქნილი გახდა, რეალობას მოერგო. იცით როგორ? მაგალითად, როცა ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდა, „My Day“-ში თქვეს, რომ დღესასწაული დღესასწაულად უნდა დარჩენილიყო, ამიტომაც მიწოდებას ფეხით და ველოსიპედებით ახდენდნენ. პანდემიის დაწყებიდან 2 კვირაში გაეშვა „My Day“-ის ინტერნეტმაღაზია, ოღონდ ცხადია, ამას მთელი გუნდის 24 საათიანი მუშაობა დასჭირდა. მარიამი ამბობს, რომ როცა სხვა გზა არ არის, რეალობას უნდა მოერგო. რეალობად იქცა ისიც, რომ დღესასწაულს საავადმყოფოებშიც აწყობდნენ, Covid პაციენტებისთვის. „My Day“-ის ჯერ ისევ უკონტაქტო მიწოდება აქვს, მოგიტანენ ყველაფერს ისე, რომ არ დაირღვევა რეგულაციები, არავინ შემოვა თქვენთან სახლში და არავინ მოგიახლოვდებათ ერთ მეტრზე ახლოს.
როცა მარიამს უსმენ, ხვდები, რომ სადღესასწაულო ბიზნესს განსაკუთრებული ხასიათი სჭირდება, ზუსტად ეს ხასიათია, რაც „MyDay“-დან საოცარი შთაბეჭდილებების გარეშე გამოსვლის საშუალებას არ მოგცემთ. ამიტომაც მაინტერესებს როგორია მარიამ წერეთლის My Day?
„ჩემი დღე არის „MyDay“-ის მსგავსი, – ენერგიული, ფერადი, დატვირთული და ემოციებით სავსე. Make life a party..!“