გაერთიანებულ სამეფოში კარანტინი გამოცხადდა

კორონავირუსის პანდემიის სწრაფი გავრცელების ფონზე, არააუცილებელი გადაადგილება გაერთიანებულ სამეფოში მინიმუმ სამი კვირით აიკრძალა. არასაომარ დროს გადაადგილების უფლების ამ ხარისხით შეზღუდვა ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტოა.

„ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად გაწეული უზარმაზარი ეროვნული ძალისხმევის გარეშე, დადგება მომენტი, როდესაც სიტუაციასთან გამკლავებას მსოფლიოში ვერცერთი ჯანდაცვის სისტემა ვერ შეძლებს.“ – განაცხადა ბორის ჯონსონმა სატელევიზიო მიმართვაში. „ამ საღამოდან, ბრიტანელებს ერთ მარტივ მითითებას გაძლევთ – დარჩით სახლში.“

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.