აშშ-ის ცენტრალური ბანკი დამატებით 600 მილიარდის სესხებს გასცემს

Photo Credits to Richard Sharrocks

ფედერალური სარეზერვო სისტემა ანუ აშშ-ს ცენტრალური საბანკო სისტემა $2.3 ტრილიონიანი ეკონომიკის სტიმულირების პაკეტის გაფართოების ფარგლებში ახალ პროგრამას აანონსებს.

„მეინ-სტრიტის სესხების პროგრამა“(Main Street Lending program) მოიცავს 600 მლრდ დოლარის ოდენობის სესხების გაცემას იმ მცირე და საშუალო ბიზნესებზე, რომლებიც კრიზისამდე კარგ ფინანსურ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ და ყავთ ან 10 000-ზე ნაკლები დასაქმებული ან 2.5 მილიარდ დოლარზე ნაკლები მოგება.

ამ სესხებს ჯერ კერძო ბანკები გასცემენ და შემდეგ სესხების ღირებულების 95%-ს ცენტრალური ბანკი შეისყიდის. სესხების ვადა 4 წელი იქნება და მათი გადახდა 1 წლით გადავადდება.

პროგრამის მიზანია კომპანიებმა ხელფასების შემცირებასა და თანამშრომლების გათავისუფლებას აარიდონ თავი. აღსანიშნავია, რომ ფედერალურმა რეზერვმა ეს პროგრამა მას შემდეგ დაანონსა, რაც ცნობილი გახდა რომ უმუშევრობის შემწეობის მოთხოვნები გასულ კვირას დამატებით 6.6 მილიონმა ადამიანმა შეავსო, რამაც ცხადყო რომ კრიზისთან გასამკლავლებლად დამატებითი ზომების მიღებაა საჭირო.