Volkswagen-ის ახალი ელექტრო SUV Tesla–ს გაუწევს კონკურენციას

Volkswagen-მა გერმანიაში პირველი ელექტრო SUV–ის წარმოება დაიწყო. Volkswagen ID.4-ის კომპაქტური მოდელი მსოფლიოს უდიდეს მწარმოებელს, Tesla–ს გაუწევს კონკურენციას, რომელიც მომხმარებლებს უკვე სთავაზობს ელექტრო SUV–ს, სახელწოდებით Model Y.

Volkswagen ID.4-ის წარმოებისთვის გამოყოფილია 1,2 მილიარდი ევრო, რაც წელიწადში 300,000 ელექტრო ავტომობილს შექმნის.

გერმანული ჯგუფი, რომელიც ასევე ფლობს Porsche-ს, Bugatti-ს, Skoda-ს, Lamborghini-სა და SEAT-ს, 2024 წლისთვის ელექტრო ავტომობილებზე 33 მილიარდი ევროს დახარჯვას გეგმავს, ხოლო 2025 წელს – 1,5 მილიონი ელექტრო მანქანის წარმოებას.

Volkswagen-ისთვის ID.4 არის ID.3 მოდელის შემდეგ მეორე ელექტრო მანქანა. მისი წარმოება და გაყიდვა თავდაპირველად ევროპასა და ჩინეთში იგეგმება, ხოლო აშშ-ში წარმოება 2022 წლიდან ტენესის შტატში დაიწყება.