სანა მარინი | მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმი

2019 წელს, როდესაც 34 წლის სანნა მარინი ფინეთის პრემიერ-მინისტრი გახდა, მსოფლიოს ყურადღება ორმა ფაქტორმა მიიპყრო: მისმა ასაკმა და მისმა სქესმა.

ახალი პრემიერ-მინისტრის კოალიციურ მთავრობაში ხუთივე პარტიის ლიდერი ქალია, მათი უმრავლესობა კი 40 წლამდე ასაკის არის. მარინი იმედოვნებს, რომ მისი სქესი და ასაკი ასეთ დიდ ყურადღებას აღარ მიიქცევს და მსოფლიოში ეს „ახალი ნორმა“ გახდება.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, ერთ-ერთ სესიაზე ფინეთის პრემიერ-მინისტრმა აქცენტები ძალიან მნიშვნელოვან, მწვავე პრობლემებზე გააკეთა. სანა მარინის თქმით:

  • გენდერული თანასწორობა მნიშვნელოვანი საკითხია, როგორც ქალებისთვის ისე კაცებისთვის;
  • ყველაზე დიდი საფრთხე კაცობრიობისათვის კლიმატის ცვლილებაა;
  • თანამედროვე სამყაროში გენდერული თანაფარდობა კი ყოველდღიური გამოწვევაა.

ახალგაზრდა პოლიტიკოსი სწორედ გენდერული თანასწორობისთვის ბრძოლას ასახელებს პოლიტიკაში მოსვლის მიზეზად. მისი აზრით, უკეთესი მომავლისთვის თითოეულმა ინდივიდმა, განურჩევლად სქესისა უნდა მიიღოს მონაწილეობა ამ პრობლემის აღმოფხვრაში.

მისივე განცხადებით, ფინეთი 2035 წლისთვის გარემოზე ნეიტრალურ გავლენას იქონიებს. ფინეთის პრემიერი გლობალურ დათბობას აფასებს ახალ შესაძლებლობებად ბიზნესისთვის, ახალი სამუშაო ადგილების შესაქმენლად, ტექნოლოგიებისა და საერთო კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად. პრემიერ-მინისტრის ინიციატივის წარმატების შემთხვევაში, ფინეთი  პირველი ქვეყანა გახდება, რომელიც ნულოვან ზიანს მიაყენებს პლანეტას. ფინეთში გეგმავენ 2030 წლისთვის მანქანების გამონაბოლქვი შეამცირდონ 50%-ით, რაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის სუბსიდირების, განახლებადი ენერგიებისა და ახალი ტექნოლოგიების ხარჯზე მოხდება.

„ეს პროცესი შექმნის სამუშაო ადგილებსა და შესაძლებლობებს ფინეთისთვის. არა მგონია, რომ კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლა მაღალ ფასებსა და უარეს მომავალთან არის კავშირში. მე ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი პირიქით არის.“ – ამბობს იგი.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი მაღალი რანგის ღონისძიებაა, რომელიც შვეიცარიაში ყოველწლიურად იმართება.  ფორუმს სხვადასხვა სფეროს ყველაზე გავლენიანი ფიგურები ესწრებიან.