WHO რუსეთს COVID-19-ით სიკვდილიანობის სტატისტიკის გადახედვისკენ მოუწოდებს

photo – Michael Parulava

WHO-მ რუსეთს მოუწოდა, კორონავირუსით გარდაცვლილთა აღრიცხვის გზისთვის გადაეხედა. მიზეზი კი აღნიშნულ ქვეყანაში „უჩვეულოდ“ დაბალი სიკვდილიანობის მაჩვენებელია.

აღნიშნულმა კომენტარმა WHO-ს მხრიდან კიდევ ერთხელ ეჭვქვეშ დააყენა რუსეთის Covid-19-ის მხსვერპლთა სტატისტიკა, რომელიც 6715-ს შეადგენს და ძალიან დაბალია სხვა ევროპული ქვეყნების მონაცემებთან შედარებით. ეს კი რუსეთის წარმომადგენლებმა ადრეული და მასშტაბური ტესტირებებით ახსნეს.

”რუსეთში ვირუსის გავრცელების ტრაექტორია მსგავსი იყო სხვა ევროპულ ქვეყნებისა, სწორედ ამიტომ არის რთულად გასაგები რუსეთში ვირუსით გარდაცვლილთა დაბალი მაჩვენებელი”, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო პროგრამების აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკლ რაიანმა, ოთხშაბათის ბრიფინგზე.

„მნიშვნელოვანი იქნება, რომ რუსეთის ხელისუფლებამ გადახედოს ვირუსით გარდაცვლილთა აღრიცხვის მეთოდს, რათა დარწმუნდნენ, რომ ზუსტად და სათანადო გზით ადასტურებენ სიკვდილიანობას,“- თქვა მან.

შეგახსენებთ, რომ, 12 ივნისის მონაცემებით, მსოფლიოში COVID-19-ით ინფიცირების 7,390,702 დადასტურებული შემთხვევაა, საიდანაც 511,423 მხოლოდ რუსეთზე მოდის.

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You have successfully subscribed to the newsletter

რეგისტრაციისას დაფიქსირდა ხარვეზი.

თანახმა ვარ, Forbes Woman Georgia-სგან მივიღო ყოველკვირეული განახლებები.