მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის გენ. დირექტორმა პოსტი ნაადრევად დატოვა

Photo Credits to Jason Alden / Bloomberg

WTO-ს უმაღლესმა ოფიციალურმა პირმა ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებს განუცხადა, რომ თანამდებობიდან წასვლას ვადაზე ადრე – 2021 წლამდე აპირებს.

რობერტო აზევადო მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას 2013 წლიდან ხელმძღვანელობს. მისი მეორე ვადა 2017 წელს დაიწყო.

რობერტო აზევადოს წასვლა საკმაოდ რთულ ვითარებას დაემთხვა – გლობალურ ვაჭრობაში არსებული პრობლემები პანდემიის გამო კიდევ უფრო მეტადაა გაღრმავებული. ორგანიზაციის სტაბილურობისთვის დიდი დარტყმა იყო წინა წელს აშშ-ის მიერ დავების მოგვარების სისტემის პარალიზება, რაც ქვეყნის მიერ შვიდწევრიანი სააპელაციო საბჭოს შეხვედრების დაბლოკვამ გამოიწვია. ვაჭრობის კვაზი-უმაღლეს სასამართლოს 11 დეკემბრის შემდეგ განაჩენები ვეღარ გამოაქვს.

ამ დროისათვის, WTO მსოფლიოს 164 სახელმწიფოს აერთიანებს.

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.