Youtube, როგორც დეზინფორმაციის გასავრცელებელი პლატფორმა

Photo By Rachit Tank

კვლევის მიხედვით, Youtube-ზე განთავსებული ყველაზე ხშირად ნახვადი ვიდეოების მეოთხედზე მეტი შეცდომაში შემყვან ან არაზუსტ ინფორმაციას შეიცავს.

კვლევაში გაანალიზეს, 21 მარტის მონაცემებით, Youtube-ზე ყველაზე მეტი ნახვის მქონე, კორონავირუსთან დაკავშირებული ინგლისურენოვანი ვიდეობი. სულ 150 მათგანი, რომლებსაც ჯამში 62,000 მილიონი ნახვა ჰქონდათ.

ვიდეოები ფასდებოდა იმის მიხედვით, თუ როგორ იყო წარმოდგენილი კორონავირუსის შესახებ არსებული ფაქტობრივი ინფორმაცია: სიმპტომებზე, პრევენციასა და მკურნალობის მეთოდებზე. აღმოჩნდა, რომ ჯანდაცვის ექსპერტებისა და სამთავრობო უწყებების მიერ გავრცელებული ვიდეოები შეფასდნენ განსაკუთრებით სანდოდ, თუმცა მათ მკვეთრად მცირე ნახვები ჰქონდათ, ვიდრე პოპულარობის მქონე სხვადასხვა ვლოგერის არასწორ ინფორმაციებს.

გავრცელებულ ცრუ ვიდეობს შორის იყო ნარატივი, რომ ფარმაცევტულ კომპანიებს უკვე აქვთ კორონავირუსის ვაქცინა, მაგრამ უარს ამბობენ მის გაყიდვაზე.

რაც შეეხებათ გამავრცელებლებს, დეზინფორმაციის შემცველი 19 ვიდეოდან:

მესამედი მიეკუთვნებოდა გასართობი ტიპის საინფორმაციო წყაროს;

მეოთხედი ეროვნულ საინფორმაციო საშუალებებს;

13 % კი ატვირთული იყო ცალკეული დამოუკიდებელი ინდივიდის მიერ;

Youtube-ის განცხადებით, ისინი ცდილობენ, შეამცირონ მავნე დეზინფორმაციის გავრცელება და სწრაფადვე წაშალონ ისეთი მასალა, რომელიც სამედიცინო თვალსაზრისით დაუსაბუთებელია. მათ შორისაა ცრუ აზრი, რომლის მიხედვითაც ეჭვ ქვეშ აყენებენ COVID19-ის არსებობასა და გავრცელებას.

მკვლევართა რჩევით, მთავრობებმა და ჯანდაცვის ექსპერტებმა უნდა ითანამშრომლონ გასართობი სიახლეების მომწოდებელ წყაროებთან და სოციალური მედიის ინფლუენსერებთან, რათა შექმნან მიმზიდველი, ზუსტი ფაქტობრივი შინაარსის მქონე მასალა, რომელსაც უფრო ფართოდ ნახულობენ, ვიდრე მათ მიერ შექმნილს.

დეზინფორმაციის სპეციალისტისა და სოციალური მედიის რეპორტიორის, მარიანა სფრინგის, გაცხადებით, ბოლო კვირების განვლობაში Youtube-ზე გაიზარდა შეთქმულების თეორების გავრცელების მასშტაბები და მათი პოპულარობა. შესაბამისად, კვლევის შედეგები მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა.

პანდემიის პირობებში ადამიანი, რომელიც აღელვებულია და სწრაფად ეძებს შეკითხვებზე პასუხებს, მარტივად შედის შეცდომაში. ამას ხელს უწყობს ისიც, რომ აღნიშნული ვიდეოები საკმაოდ დამაჯერებლადაა შეფუთული. მაღალი ხარისხის ვიზუალური მასალით, ცრუ ექსპერტებითა და დასკვნებით, რომელიც რეალურად კონტექსტიდან ამოვარდნილი და მცდარია.

ამის ნათელი მაგალითია ვირუსულად გავრცელებული საკმაოდ პოპულარული ვიდეოც.
აღნიშნული დეზინფორმაციის პრობლემა ერთგვარ სოციალური მედიის კატათაგვობანადაც შეიძლება შეფასდეს. მას შემდეგ, როცა ამ ვიდეოს Youtube-ს მოდერატორები იპოვნიან და მათი პოლიტიკასთან შეუსაბამობის გამო წაიშლება კიდეც, ეს ჯაჭვი მაინც არ წყდება და კვლავ განმეორებით იტვირთება. ეს უწყვეტი წრე, გარდა იმისა, რომ დროში გაწელილია, თითოეული ადამიანის ჯანმრთელობისთვისაა საზიანო.

წყარო – bbc

2 Comments
  1. This is really interesting, You’re a very skilled blogger. I’ve joined your feed and look forward to seeking more of your magnificent post. Also, I’ve shared your site in my social networks!

  2. Hi there to all, for the reason that I am genuinely keen of reading this website’s post to be updated on a regular basis. It carries pleasant stuff.

Leave a Reply

Your email address will not be published.