ნინო ჟიჟილაშვილი TV პირველის საინფორმაციო სამსახურს უხელმძღვანელებს

TV პირველის საინფორმაციო სამსახურს 26 თებერვლიდან ჟურნალისტი ნინო ჟიჟილაშვილი უხელმძღვანელებს. არხზე ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება მისი საავტორო გადაცემა პოლიტმეტრი, ჟურნალისტი დარჩება გადაცემის „პირველები“ თანაწამყვანადაც.

აღნიშნული ინფორმაცია არხის დამფუძნებელმა, ვატო წერეთელმა გაავრცელა: „დღეიდან TV პირველის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნინო ჟიჟილაშვილია. ძალიან მაგარი წამყვანი რომ არის, ეს იცით. ახლა ძალიან მაგარ საინფორმაციოსაც გააკეთებს. ეს კიდევ ერთი ახალი ეტაპია ჩვენი ტელევიზიის ისტორიაში.“

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.