აგზავნის თუ არა ZOOM თქვენს მონაცემებს ჩინეთში

პანდემიის პერიოდში ყველაზე საჭირო და პოპულარული აპლიკაცია ZOOM, როგორც აღმოჩნდა, მომხმარებელთა მონაცემებს ჩინეთში აგზავნის. ეს მონაცემები მოიცავს ისეთ დაშიფრულ კოდს, რომლითაც შესაძლებელი ხდება მიმოწერების გახსნა. ტორონტოს უნივერსიტეტის კვლევითი ინსტიტუტის  კვლევის მიხედვით ირკვევა, რომ აღნიშნული არ ვრცელდება მხოლოდ ჩინეთის მომხმარებლებზე და იგი ეხება ყველას მსოფლიოს გარშემო.

უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, წინა კვირა ZOOM-ისთვის რთული აღმოჩნდა და კომპანიას ბოდიშის მოხდაც კი მოუწია. თუმცა განხილვა  ამ აპლიკაციის სანდოობის შესახებ დღემდე არ წყდება და ამას ბოლოს ჩატარებული კვლევების სიმრავლეც მოწმობს. ერთ-ერთი ასეთი კვლევის ავტორები კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ ZOOM-ის უსაფრთხოებას და მოუწოდებენ შეერთებული შტატების მთავრობას იგივე დამოკიდებულებისაკენ:

„მივმართავ აშშ-ის სამთავრობო ორგანოებს. სანამ შეერთებული შტატების მთავრობის წევრები აპლიკაციას გამოიყენებთ, დარწმუნდით, რომ იგი კარგადაა გადამოწმებული. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ მას იყენებთ მეგობრებთან შეხვედრისა და დალევის დასაგეგმად, შეგიძლიათ შეინარჩუნოთ სიმშვიდე“- განაცხადა ბილ მარჩაკმა, კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა.

შეერთებული შტატების სამთავრობო სააგენტოებმა ZOOM-ის აპლიკაციაზე მხოლოდ მარტის ბოლოს $1.3 მილიონი დახარჯეს.

„კვლევა ბევრ კითხვას ბადებს ZOOM-ზე. კომპანიამ კი აუცილებლად დეტალურად უნდა გასცეს თითოეულ კითხვას პასუხი. იყავი გამჭირვალე, თუ გინდა, რომ ადამიანები ენდობოდნენ შენს პროდუქტს“- განაცხადა ალან ვუდვარდმა, კრიპტოგრაგიის ექსპერტმა.

აღსანიშნავია, რომ ZOOM-ს ბრალდებებისთვის პასუხი ჯერ კდიევ არ გაუცია. კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ერიკ უანმა, რომელიც წარმოშობით ჩინეთიდანაა, განაცხადა, რომ მომხმარებელთა მონაცემები დაცულია, თუმცა აპირებს გადაამოწმოს, როგორ არის ეს ყველაფერი ჩინეთთან დაკავშირებული.