ჰოლივუდი კანადაში ბრუნდება

photo – Ivan Karpov

The Hollywood Reporter იუწყება, რომ კორონავირუსით გამოწვეული შეზღუდვების პირობებში ჰოლივუდის ინტერესები კანადის მიმართ უფრო და უფრო მეტად იზრდება.

უკვე, თითქმის, ოთხი თვეა, რაც კინემატოგრაფიამ მუშაობა შეწყვიტა. ინდუსტრიის ისეთი ცნობილი ცენტრები კი როგორიც, მაგალითად, ტორონტოა, ახლა ცდილობენ, გადაღებების განახლების ნებართვა მოიპოვონ.

ავიამიმოსვლის შეზღუდვების პირობებში კანადა მრავალმხრივად საინტერესო ალტერნატივად იქცა ამ სფეროში დასაქმებულთათვის. პირველ რიგში, კანადა ამერიკისთვის უახლოესი სახმელეთო მეზობელია და მათ შორის ნაკლებად იქმნება გადაადგილების პრობლემა. სხვა მხრივ კი კანადური დოლარი ამერიკულ დოლარზე არანაკლებ მყარია, რაც, ასევე, ხელს უწყობს ამერიკელი პროდიუსერების ხარჯების შემცირებას.

მიუხედავად ამ დათმობებისა, კანადის მთავრობის გადაწყვეტილებით, კინოსფეროში დასაქმებული ყველა ადამიანი უსიმპტომოდ უნდა შევიდეს კანადის ტერიტორიაზე და, ამასთან ერთად, უნდა გაიაროს 14-დღიანი კარანტინი.

აღსანიშნავია, რომ კანადისა და ამერიკის შეერთებული შტატების კინოინდუსტრიებს ურთიერთთანამშრომლობის ხანგრძლივი ისტორია აქვთ. საკმაოდ ბევრი ჰოლივუდური ფილმია გადაღებული კანადის ტერიტორიაზე, მაგალითად: Fantastic Four, Interstellar და Titanic.