IHS Markit-ის პროგნოზით, ახალი კორონავირუსის გამო, ევროპაში, ჩრდილოეთ ამერიკასა და ლათინურ ამერიკაში დროებით დახურულმა ავტომობილის მწარმოებელმა ქარხნებმა, შესაძლოა, ავტოწარმოების 1.4 მლნ მანქანით შემცირება გამოიწვიოს.
მსოფლიოს მასშტაბით გლობალურმა ავტომწარმოებლებმა კორონავირუსის თავიდან ასაცილებლად მანქანების წარმოება და პროდუქციის გაყიდვა საშუალოდ მომავალი სამი კვირის განმავლობაში შეზღუდეს, რაც მათივე თქმით, ავტომწარმოებლებისთვის სერიოზულ ფულად კრიზის შექმნის.
ვარაუდობენ, რომ პანდემიიის შესაჩერებლად მიღებული ზომები ავტოწარმოებას ევროპაში 880,000-ზე მეტი, ჩრდ. ამერიკაში 480,000, ხოლო ლათინურ ამერიკაში 80,000 მანქანით შეამცირებს.
ამ დროისათვის უცნობია, როდის შეძლებენ გლობალური ავტომეწარმეები მუშაობის სრულად აღდგენასა და კრიზის დაძლევას.