2020 წლის 16 მარტიდან ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალმა“ დისტანციურად დაიწყო განცხადებების მიღება საშეღავათო პერიოდის ამოქმედებასთან დაკავშირებით.
ონლაინ არხის მეშვეობით მომხმარებლებს შეღავათების შესახებ დეტალური ინფორმაცია ინდივიდუალურად, განცხადების მიღებიდან 3 სამუშაო დღეში, მიეწოდებათ. ინფორმაციას კლიენტებს მიაწვდის კრისტალის საკრედიტო ექსპერტი, რომელიც თავად დაუკავშირდება განმცხადებელს.
შეგახსენებთ, რომ 13 მარტს „კრისტალმა“ მიიღო გადაწყვეტილება სამ თვიანი საშეღავათო პერიოდი მისცეს ყველა მომხმარებელს, რომლის ეკონომიკურ საქმიანობაზეც უარყოფითად აისახა კორონავირუსის გავრცელების საფრთხით შექმნილი მდგომარეობა.