EBRD მილიარდ ევროს გამოყოფს კორონავირუსის პანდემიისგან ბიზნესისთვის გამოწვეული ზიანის ასანაზღაურებლად. ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ბანკი დახმარების პროგრამის ფარგლებში, დროებით სესხებს გასცემს უკვე არსებული დიდი კომპანიების დასაფინანსებლად.
მსოფლიოში შექმნილ კრიზისთან დაკავშირებით, დღეს ბანკის პრეზიდენტმა სუმა ჩაკრაბატიმ განცხადება გაავრცელა და მზაობა გამოთქვა დახმარება გაუწიოს ქვეყნებს ეკონომიკური პრობლემების გადაჭრაში. კრიზისის სწრაფად დასაძლევად, იბიარდი აქტიურად თანამშრომლობს სხვა საინვესტიციო ბანკებთანაც.
ამოქმედებული დაფინანსების პაკეტის ფარგლებში, ბანკი გეგმავს უკვე არსებული სესხების პირობების შეცვლასა და მათ რესტრუქტურიზაციას – საკრედიტო ვადის გახანგრძლივებას. პროგრამა ინვესტორებისგან დამატებითი სახსრების მოძიებასაც გულისხმობსმ ენერგო და ინფრასტრუქტურული პროექტების ფინანსურ უზრუნველყოფისათვის.
ბანკის ეკონომისტების შეფასებით, COVID-19-ის პანდემია კავკასიის, ცენტრალური აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ეკონომიკური აქტივობის შენელებას გამოიწვევს და რეგიონს საგრძნობლად დააზარალებს.