კორონავირუსი და უკმაყოფილო ფრანგი ამომრჩეველი

15 მარტს საფრანგეთში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ამომრჩეველთა მცირე რაოდენობა გამოცხადდა. მიუხედავად არსებული რისკებისა, ემანუელ მაკრონმა გადაწყვიტა არ გადაედოთ არჩვენების მსვლელობა – შედეგად, საარჩევნო უბნებზე რეგისტრირებული ამომრჩევლის მხოლოდ 40 პროცენტზე ნაკლები გამოცხადდა.

საზოგადოებამ უკმაყოფილება გამოთქვა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის, ედუარდ ფილიპსის განცხადებასთან დაკავშირებითაც. პრემიერმა განაცხადა, რომ ვირუსის გავრცელების მიუხედავად, საარჩევნო პროცესი ჩვეულებრივ გაგრძელდებოდა. ამავდროულად, საფრანგეთში უკვე გაცემული იყო რეკომენდაცია კაფეების, ბარების, კინოთეატრების და მაღაზიების დახურვაზე.

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.