მექსიკის შტატ სონორას მოქალაქეები ამერიკასთან დამაკავშირებელ საავტომობილო გზას კეტავენ და ქვეყანასთან საზღვრის დახურვას ითხოვენ. აშშ-დან მომავალი ვერცერთი მანქანა ამ დრომდე ვერ გადის საბაჟოს. ეს გადაწყვეტილება მოსახლეობამ კორონა ვირუსისგან თავის დაცვის მიზნით მიიღო.
მართალია, საზღვარი მოქალაქეთა გადაადგილებისთვის ჩაკეტილია, თუმცა სონორელებს ეს არ ამშვიდებთ, ვინაიდან, აკრძალვა ბიზნეს-სექტორს არ ეხება. ამასთან, ადგილობრივი მოქალაქეები ამტკიცებენ, რომ საზღვარზე უსაფრთხოების ნორმები მუდმივად ირღვევა და ქვეყანაში შემომსვლელებს სრულყოფილად არ ამოწმებენ.
„ფედერალური მთავრობა ამ პანდეემიის დროს არ ატარებს ჯანმრთელობის მონიტორინგს. ამიტომაც ვართ აქ და ვმოქმედებთ ასე. ჩვენ ვკეტავთ გზას და მოვუწოდებთ მექსიკის პრეზიდენტს მოქმედებისკენ“ – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ლუის ჰერნანდესმა.