Interpol: Covid-19-ის ვაქცინა შესაძლოა ორგანიზებული დანაშაულის სამიზნე გახდეს

ინტერპოლის გლობალური საპოლიციო კოორდინაციის სააგენტო აცხადებს, რომ ახლად შექმნილი Covid-19-ის ვაქცინები, შესაძლოა, ორგანიზებული დანაშაულებრივი ქსელების სამიზნე გახდეს. სააგენტოში აცხადებენ, რომ შესაძლოა საქმე გვქონდეს ყალბი ვაქცინების გაყიდვის შავ ბაზართან.

Interpol-ში, რომლის შტაბბინაც საფრანგეთში მდებარეობს, იუწყებიან, რომ მათ უკვე შეატყობინეს სააგენტოს წევრი 194 სახელმწიფოს ძალოვან სტრუქტურებს მოსალოდნელი საფრთხის შესახებ და მოუწოდეს ფიზიკური და ონლაინ მზადყოფნისაკენ.

ინტერპოლის გენერალური მდივნის, იურგენ სტოკის, განცხადებით, მთავრობების მიერ კორონა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების დამტკიცების პარალელურად, ყალბ ვებ-გვერდებზე ყალბი ვაქცინების განთავსების საფრთხე იზრდება, რამაც შესაძლოა ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლე რისკის ქვეშ დააყენოს.

No Comments Yet

Comments are closed