Slack $27.7 მილიარდად გაიყიდა

კომპანია Salesforce-მა საკომუნიკაციო პლატფორმა Slack $27.7 მილიარდად შეიძინა, რაც ტექნოლოგიურ ბიზნესში განხორციელებულ შესყიდვებს შორის ერთ-ერთი ძვირადღირებული გარიგებაა.

ბენიოფი, Salesforce-ის დირექტორი, უკვე დიდი ხანია ცდილობს კომპანიის პროგრამული პლატფორმების განვითარებას ისეთი კონკურენტი კომპანიების ჩამოსაშორებლად, როგორიც Microsoft-ია. ვინაიდან პანდემიის პირობებში სასიცოცხლოდ აუცილებელი გახდა დისტანციურად მუშაობის უზრუნველმყოფელი აპლიკაციები, მათ შორის Slack-ი, ტექნოლოგიის ანალიტიკოსები ბენიოფის ამ შენაძენს დროულად და ლოგიკურად მიიჩნევენ.

„თუ Salesforce-ს სურს გაფართოვდეს გაყიდვებისა და მარკეტინგის დეპარტამენტების ოქროს მაღაროს მიღმა, ამისთვის მან შესაფერისი მომენტი მოძებნა და Microsoft-ის წინააღმდეგ პირველი ისარიც ისროლა“,- წერს ანალიტიკოსი დენ აივსი ბენიოფის შენაძენზე. 

კომპანია Slack 2009 წელს დაარსდა და 2019 წელს ის $20 მილიარდად იყო შეფასებული, თუმცა წელს სხვა ტექნოლოგიური კომპანიების მსგავსად შემოსავლის გაზრდა ვერ მოახერხა.

მარტის მონაცემებით, Slack-ს 12,5 მილიონი მომხმარებელი ყავდა და Microsoft Teams-ის, იგივე დანიშნულების მქონე აპლიკაციას, მძლავრ წინააღმდეგობას ვერ უწევდა, რომელიც 2016 წელს დაარსდა და ახლა 100 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.

No Comments Yet

Comments are closed