სამხრეთ აზია გენდერული უთანასწორობის პრობლემის წინაშე

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის პროგნოზით, სამხრეთ აზიაში გენდერული თანასწორობის მიღწევას შესაძლებელია 195 წელი დასჭირდეს, რაც საშუალო გლობალურ მაჩვენებელზე 59 წლით მეტია.  ამ მიზეზით, აღნიშნულ რეგიონს მსოფლიო აქტიურად ადევნებს თვალყურს და პრობლემის მოსაგვარებლად გამაფრთხილებელ ბიძგს აძლევს.

Photo credits to: MBA.com

დასაქმების სააგენტო „Michael page”-ის მმართველმა დირექტორმა – შარმინ უეინვარითმა განაცხადა, რომ ამ პრობლემის მოსაგვარებლად უდიდესი პასუხისმგებლობა ეკისრება ბიზნეს სექტორს.

კერძოდ, მან გამოარჩია ინდოეთი, რომელსაც ამ მხრივ გრძელი გზა აქვს გასავლელი. პანდემიამ და სხვა კულტურულმა თუ დემოგრაფიულმა პრობლემებმა ქვეყანა უდიდესი გამოწვევების წინაშე დააყენა, რამაც სიტუაცია მკვეთრად გაამწვავა. შედეგად, ინდოეთში ხელმძღვანელთა მხოლოდ 13%-ა ქალი. უეინვრიტმა განაცხადა, რომ მსხვილ ინდურ კომპანიებს ნამდვილად ესაჭიროებათ ცვლილებების შეტანა.  

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის კვლევამ აჩვენა, რომ ამ მხრივ ლიდერობს დასავლეთ ევროპა, რომელმაც გენდერული თანასწორობის დონის მიხედვით პირველი ადგილი დაიკავა. ამ რეგიონს სჭირდება 53 წელი იმისათვის, რომ აღნიშნული პრობლემა ბოლომდე აღმოფხვრას. მონაცემების მიხედვით, ბოლო ადგილზეა აღმოსავლეთ აზია, რომელსაც 152,5 წელი სჭირდება გენდერული თანასწორობის მისაღწევად. თითქმის თანაბარი შედეგები აღინიშნება აღმოსავლეთ ევროპასა და შუა აზიაში.

საბედნიეროდ, პროგრესული მაჩვენებელია აზიისა და წყნარი ოკეანის სხვა ნაწილებში. განსაკუთრებით აღსანიშნავია ტაილანდი, სადაც 2020 წლის მონაცემებით, აღმასრულებელ დირექტორთა ნახევარზე მეტი – 53% ქალია. მათი უმრავლესობა გადანაწილებულია უმსხვილეს საერთაშორისო კომპანიებში.

თუმცა, განსხვავებული მაჩვენებელია სინგაპურში, ინდონეზიაში, მალაიზიასა და ინდოეთში, სადაც ქალ აღმასრულებელ დირექტორთა პროცენტული მაჩვენებელი ძალიან დაბალია.