Forbes: 2020 წლის საუკეთესო დამსაქმებლები

Forbes საბაზრო კვლევით კომპანია Statista-სთან თანამშრომლობით საუკეთესო დამსაქმებელი კომპანიების ყოველწლიურ რეიტინგს აქვეყნებს.

კვლევა 58 ქვეყანაში, ივნისიდან ივლისამდე მიმდინარეობდა და მასში  სრულ და ნახევარ განაკვეთზე მომუშავე 160 ათასმა ადამიანმა ანონიმურად მიიღო მონაწილეობა. დასაქმებულებს სთხოვდნენ შეეფასებინათ დამსაქმებლის მიერ COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლის პერიოდში მიღებული გადაწყვეტილებები, კომპანიაში არსებული გენდერული თანასწორობა, მისი სოციალური პასუხისმგებლობის დონე და აღენიშნათ, რამდენად გაუწევდნენ ნაცნობებთან კომპანიას რეკომენდაციას.

Forbes-ის რეიტინგში ჯამში 750 ყველაზე მაღალი შეფასების მქონე კომპანია მოხვდა. პირველი ათეული კი შემდეგნაირად გამოიყურება:

  1. Samsung Electronics
  2. Amazon
  3. IBM
  4. Microsoft
  5. LG
  6. Apple
  7. Adobe
  8. Alphabet
  9. Siemens
  10. Bosch             

 

 

No Comments Yet

Comments are closed