კვირის ყველაზე წარუმატებელი მილიარდერები

Frederic J. Brown | AFP | Getty Images

კვირის ყველაზე წარუმატებელი მილიარდერები: ჯეფ ბეზოსმა, ილონ მასკიმ, ბერნარ არნომ და კიდევ 7-მა ბიზნესმენმა ჯამში 76 მილიარდი დაკარგეს.

ხუთშაბათს, 12 მარტს, აქციების ფასების ყველაზე მკვეთრი ვარდნა დაფიქსირდა 1987 წლის ,,შავი ორშაბათის“ შემდეგ. პარასკევს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კორონავირუსის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, მაგრამ, იმავე დღეს, საფონდო ბაზრის ინდექსი 9.25%-ით გაიზარდა.

მიუხედავად Dow Jones-ისა და S&P 500 ინდექსების მნიშვნელოვანი ზრდისა, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები კვლავ მარცხს განიცდიან გლობალურ გაყიდვებში. ათმა უმსხვილესმა მილიარდერმა, ამ კვირაში, სულ 76.4 მილიარდი დოლარი დაკარგა.

ბოლო შვიდ დღეში ბერნარ არნომ ყველაზე მეტად იზარალა – მისი ქონება 14 მლრდ. დოლარით შემცირდა და 84.6 მლრდ. დოლარს შეადგენს. კორონავირუსის კრიზისმა დიდი ზიანი მიაყენა არნოს LVMH-სა და მისი მაღალი მოდის ბრენდებს – ჩინელი მომხმარებლებისგან მოთხოვნა შემცირდა, იტალიის მთავარ მწარმოებლებელ რეგიონებში კი, წარმოება შეჩერებულია. აქვე აღსანიშნავია, რომ სულ რაღაც ორი თვის წინ ბერნარ არნო მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი იყო 100-მილიარდიანი ქონებით.

კიდევ ერთი ფრანგი მილიარდერის, სან ლორანისა და გუჩის მფლობელის, ფრანსუა პინოლტის, ქონება 5.9 მილიარდი დოლარით შემცირდა და ახლა 30.6 მილიარდს შეადგენს. სათვალეების მწარმოებელი ყველაზე მასშტაბური კომპანიის, Luxottica-ს, შემქმნელმა, ლეონარდო დელ ვექიომ კი, 4.9 მლრდ. დოლარი დაკარგა და მისი ქონება უკვე 17.3 მლრდ. დოლარადაა შეფასებული.

დღეს მსოფლიოში გაბატონებული ე.წ. fast fashion -ის სექტორმა ასევე იზარალა კორონავირუსის კრიზისის გამო, ვინაიდან მომხმარებელი ბევრად უფრო სიფრთხილით ეკიდება საყიდლების საკითხს. ესპანელი მილიარდერი, ზარას მფლობელი კომპანიის, inditex-ის, მფლობელი, ამანსიო ორტეგა, 12.8 მლრდ. დოლარიანი წაგების წინაშე აღმოჩნდა და ბერნარ არნოს შემდეგ მეორე ყველაზე დაზარალებული ბიზნესმენია მსოფლიოში.

მსოფლიოში უმდიდრესი ქალის, ფრანსუაზა ბეტანკურ მეიერის, სიმდიდრის წყარო კომპანია ლორეალია. კრიზისმა 8.9 მრლდ. დოლარით დააზარალა და ახლა მისი ქონება 48.3 მლრდ. დოლარადაა შეფასებული. მსოფლიოში უმდიდრეს ადამიანად კი, მიუხედავად 6.4 მლრდ. დოლარიანი დანაკარგისა, 110.5 მლრდ. დოლარიანი ქონებით კვლავ ამაზონის პრეზიდენტი, ჯეფ ბეზოსი, რჩება.

ილონ მასკი კორონავირუსის გამო პანიკას სისულელეს უწოდებს. მას შემდეგ, რაც ვირუსის გამო პანიკა მთელს ამერიკაში გავრცელდა, მასკის ქონება 5.5 მლრდ. დოლარით ანუ 18%-ით შემცირდა, რამდენადაც ,ტესლას“ აქციები 22%-ით შემცირდა.  ახლა მილიარდერის ქონება 31.1 მლრდ. დოლარადაა შეფასებული, თუმცა მასკი მაინც არ ღელავს ვირუსის გამო და აცხადებს, რომ ავტო-საგზაო შემთხვევისას უფრო მაღალია დაღუპვის ალბათობა, ვიდრე COVID-19-ით ინფიცირებით.

Morgan Stanley-ს (ამერიკული მულტინაციონალური საინვესტიციო ბანკი) ანალიტიკოსის, ადამ ჯონსის, აზრით, საფუძვლიანია ვარაუდი, რომ ფინანსურ სიძლიერეზე სერიოზულ გავლენას მოახდენს გლობალურ ბაზარზე მკვეთრი ცვლილებები ისევე, როგორც საყოველთაო პანიკა და ადამიანთა გადაადგილების შეფერხება.

 

წყარო: Forbes

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.