PictureThis – აპლიკაცია, რომლითაც მცენარეების იდენტიფიცირება შეგიძლიათ

შეიძლება სტუმრად ყოფნისას ან სეირნობისას რომელიმე მცენარე მოგვეწონოს, თუმცა მათი წარმომავლობა და სახელწოდება ვერ გავარვკიოთ. Glority Software-ის აპლიკაციით სწორედ მცენარების ამოცნობაა შესაძლებელი.

აპლიკაციას 10,000-ზე მეტი სახეობის მცენარის ამოცნობა 95%-იანი სიზუსტით შეუძლია. იდენტიფიცირებისათვის საჭიროა გადაიღოთ შესაბამისი მცენარის ფოტო ან ატვირთოთ ის PictureThis აპლიკაციაში.

პლატფორმის გამოყენება როგორც iOS-ის, ასევე ანდროიდის მომხმარებლებს შეუძლიათ. პერსონალური კომპიუტერის ან ლეპტოპის მფლობელებისათვის აპლიკაცია ხელმისაწვდომია ვებ-საიტზე.

აპლიკაციას უკვე 3,000,000 მომხმარებელი ყავს – მათთან ერთად მცენარეების გამოკვლევა და ინფორმაციის გაზიარებაც შეგიძლიათ.

No Comments Yet

Comments are closed