„ჰოგვორტსში დაბრუნების დღე“ ვირტუალურად ჩატარდება

ბრიტანელი მწერლის ჯოან როულინგის მაგიური წიგნის „ჰარი პოტერის“ გულშემატკივრები ყოველწლიურად, 1 სექტემბერს იკრიბებიან ლონდონში, კინგს ქროსის სადგურში და „ჰოგვორტსში დაბრუნების დღეს“ აღნიშნავენ. ჯადოქრები მაგლების სამყაროდან ჰოგვორტსისკენ სწორედ კინგ ქროსის სადგურიდან მიემგზავრებიან. ციფრულ ღონისძიებას WizardingWorld.com უმასპინძლებს.

Image Credits to Wizarding World

 

თუმცა, კორონავირუსის პანდემიის გამო წლევანდელი „Back to Hogwarts“- ის ღონისძიება ცოტა განსხვავებული იქნება. ფიზიკური შეკრების ნაცვლად, გულშემატკივრებს მოუწოდებენ მონაწილეობა მიიღონ უფასო ვირტუალურ ღონისძიებაში. სადაც „პოტერჰედები“ შეძლებენ ფილმის საყვარელ მსახიობებთან ვირტუალურად შეხვედრას. მათ შორის კი იქნებიან ჯეიმს და ოლივერ ფელპსები, რომლებიც ფრედ და ჯორჯ უიზლის თამაშობდნენ და ჯეისონ ისააკი, ყველასათვის ცნობილ ლუციუს მალფოი.

„მოხარული ვარ, რომ მონაწილეობას ვიღებ პირველ ციფრულ „Back to Hogwarts“ ღონისძიებაში. დარწმუნებული ვარ, რომ გულშემატკივრები შემოგვიერთდებიან და უსაფრთხოების წესების დაცვით შევინარჩუნებთ სადღესასწაულო განწყობას“, – განაცხადა ჯეიმს ფელპსმა.

პრესრელიზის თანახმად, გულშემატკივრებს სხვა სიურპრიზებიც ელით:

  • სპეციალური ბგერითი ეფექტების საშუალებით „პოტერჰედები“ მაგიურ სამყაროში იმოგზაურებენ;
  • CineConcerts–ის სპექტაკლი, მთელი მსოფლიოს საუკეთესო ორკესტრის მონაწილეობით, რომლებიც „ჰარი პოტერის“ თითოეული ფილმიდან თითქმის ყველა გამორჩეულ მელოდიას გააჟღერებენ;
  • გარდა ამისა, ჰოგვორტსის თემატური ხელნაკეთი ნივთების დამზადების შემოქმედებითი გაკვეთილები ყველა ასაკის გულშემატკივრისთვის.

გულშემატკივრებს ასევე შეეძლებათ საკუთარი თემატური ფოტოები გაუზიარონ ერთმანეთს ‘Back to Hogwarts – Class 2020’ ციფრულ შეხვედრაზე, მათი ჩამოტვირთვა ან შენახვა შესაძლებელი იქნება „ჰარი პოტერის ონლაინ კლუბის“ წევრებისთვის. ხოლო მათთვის, ვინც კლუბის წევრი არაა, გაზიარებული ფოტოები ასევე ნაჩვენები იქნება Kings Cross Station- ში.

No Comments Yet

Comments are closed