ანასტასია ბენდუქიძე | ცოდნის ფონდის დირექტორი

Coffee and Conversations-ის რესპონდენტი ცოდნის ფონდის დირექტორი ანასტასია ბენდუქიძეა. სიამოვნებას იღებს იმ საქმისგან, რომელსაც აკეთებს და თვლის, რომ ეს ძალიან დიდი ფუფუნებაა. ანასტასია იბრძვის ცოდნისთვის და ეკოლოგიისთვის და ამბობს, რომ ეს ორი ერთმანეთთან დიდ კავშირშია. ყველაზე უცნაური იდეა, რაც თავში მოსვლია არის ქართულის ხელახლა სწავლა, რაც, მისი აზრით, ძალიან რთულია. რაც შეეხება იმ მიზანს, რომელსაც ანასტასია ბენდუქიძე აუცილებლად მიაღწევს ‒ ეს ბედნიერებაა.

ფოტო: სოფო პაპიაშვილი / Forbes Woman Georgia

ყავა შაქრით თუ უშაქროდ?

შაქრიანი. ყავა უნდა იყოს ისეთი ტკბილი, როგორც ქალის კოცნა. ჩემს შემთხვევაში, როგორც ჩემი მეუღლის კოცნა. ამიტომ, აუცილებლად შაქრით.

ყველაზე უცნაური იდეა, რაც თავში მოგსვლია…

ის, რომ თავიდან უნდა ვისწავლო ქართული ენაყველაზე უცნაური, ყველაზე რთული ენა. მაგრამ სახელშივეა აღნიშნული: ქა-რთული- ის, რომ იქნება ძალიან რთული, ამიტომ აღარ მიკვირს.

ბრანჩი თუ ლანჩი?

ბრანჩი, რა თქმა უნდა. იმიტომ, რომ ყველაზე მეტად მიყვარს საუზმე და ბრანჩი არის იმ შემთხვევაში, როცა გაქვს საშუალება ოდნავ უფრო გვიან გაიღვიძო. რაღაც შუალედში, არც ათ საათზე, არც ლანჩის დროს… ვაკეში ეს არის, ალბათ, საუზმე, მაგრამ ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არის ბრანჩი, ზოგადად.

კერძი, რომლის გარეშეც ვერ გაძლებ…

ელარჯი და კუპატი. მართლა. არ ვიცი, რაღაცნაირად სულ ვამბობ, რომ გულით მეგრელი ვარ, ამიტომ ყველაზე მეტად ეს კერძები მომწონს. ჩვენ ძალიან პატარა ქვეყანა ვართ და მაინც იმდენი სხვადასხვა რეცეპტი, იმდენი კერძი გვაქვს, მართლა ძალიან ვამაყობ.

საქმე, რომელსაც აკეთებ, რუტინაა თუ სიამოვნება?

სიამოვნება და, მგონი, რომ ეს არის ყველაზე დიდი ფუფუნება ცხოვრებაში.

ყველაფერი ჩვენს ხელშია?

კი, ნამდვილად და თუ რამე არ მოგვწონს, უნდა ვიბრძოლოთ, რომ გავიგოთ და მივიღოთ ზუსტად ის, რაც გვინდა.

გამართლება თუ შრომა?

მგონია, რომ არცერთი არ არსებობს მეორეს გარეშე. ალბათ, ორივე ერთად, თუ ასეთი პასუხი მისაღებია.

მიზანი, რომელსაც აუცილებლად მიაღწევ…

ბედნიერება, იმიტომ, რომ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ. ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა რამდენ ენაზე საუბრობს ჩემი შვილი, ან რამდენი ხუთი თუ ათი ქულა აქვს მას. მინდა, რომ იყოს ბედნიერი და, მგონი, ეს არის ცხოვრების მიზანი.

მომენტი, რომელიც მეხსიერებაში ჩაგებეჭდა…

სამწუხაროდ, მგონი, ეს მომენტი იყო, როცა მამაჩემის გარდაცვალების ამბავი გავიგე. ვიყავი მარტო და არ ვიყავი ამისთვის მზად. მეორე დაუვიწყარი მომენტი კი ჩემი შვილის დაბადებაა, რის შემდეგაც ჩემი ცხოვრება სულ სხვანაირი გახდა.

ფოტო: სოფო პაპიაშვილი / Forbes Woman Georgia

რა ფერია ბედნიერება?

ალბათ, ყვითელი, იმიტომ, რომ ყვითელი არის თავისუფლების ფერი და, მგონია, რომ ბედნიერება არის თავისუფლება.

რა ფერია სიყვარული?

ალბათ ორიგინალური არ ვიქნები, თუ ვიტყვი, რომ წითელი, რადგან სავსეა ემოციებით, სისხლით… გრძნობ, სულამდე გრძნობ, რომ ვიღაც გიყვარს.

ნდობა?

ალბათ, მუქი ლურჯი. ან, არა, შევცვლი პასუხს ‒ მუქი მწვანე. რაღაცნაირად მშვიდად ხარ. მგონი, ეგ არის ნდობა, როცა ხარ მშვიდად…

რამე ცრურწმენა გაქვს?

თმას ვიჭრი მთვარის ფაზის მიხედვით. მგონი ესაა ჩემი ერთადერთი ცრურწმენა.

რა გაღიზიანებს ყველაზე მეტად?

ის, რომ მგონი, ჩვენს ქვეყანაში არ ვიცით როგორ ჩავყაროთ ნაგავი ურნაში და არ დავყაროთ ქუჩაში.

ეკომებრძოლი ანასტასია ბენდუქიძე თუ ცოდნისთვის მებრძოლი ანასტასია ბენდუქიძე?

მგონი, ორივე ძალიან ახლოსაა ერთმანეთთან. ეკოლოგიის ცოდნა ნიშნავს ვიცოდეთ როგორ მოვეპყროთ ბუნებას, ამიტომ ორივეს.

ცოდნა თუ გამოცდილება?

ერთი მეორის გარეშე არ არსებობს.

ბოლოს რაზე იფიქრე, რომ ტყუილად დახარჯე დრო?

მე პირადად ძალიან ბევრი დრო დავხარჯე ნერვიულობაზე. ხანდახან ვფიქრობ, რომ თუ რამე შემიძლია გავაკეთო, მაშინ ის უნდა გავაკეთო და არ ვინერვიულო და თუ არაფრის შეცვლა არ შემიძლია, მაშინ, ალბათ, აღარ უნდა ვინერვიულო.

რაში ხარჯავ ფულს დაუფიქრებლად?

კომფორტისთვის. სულ ვყიდულობ რაღაცებს, რომ უფრო კარგად შემეძლოს ცხოვრება, უფრო კომფორტულად, უფრო მოსახერხებლად: დალაგებისთვის, მანქანისთვის, სახლისთვის, არ აქვს მნიშვნელობა. სულ კომფორტისკენ მივისწრაფვი და ჩემი მეუღლე ამბობს, რომ მე ვარ ცხოვრების UI/UX დიზაინერი.

რას მოვუსმინოთ. ახლა, მაგალითად, რას ჩართავდი?

Adele-ს ვმღერი სულ და რაღაცნაირად სულამდე ვგრძნობ მის ემოციებს. ძალიან მომწონს და ძალიან ვწუხვარ, რომ ახლა შეყვარებულია, მაგრამ ველოდები მის მეხუთე ალბომს.

რომელ ფილმში და ვის როლს ითამაშებდი?

რამე კომედიაში, ალბათ, იმიტომ, რომ მე ვფიქრობ ცხოვრება რთულია. ამიტომ თუ გვაქვს ორი საათი, უნდა დავისვენოთ და კომედიის ყურება ყოველთვის შესანიშნავი იდეაა.

სად გადაინაცვლებდი?

ალბათ, კახასთან, მაგრამ არა იმიტომ, რომ მამაჩემია, არამედ იმიტომ, რომ მე მგონი, ძალიან გვაკლია ამ ქვეყანაში.

ჩემს შემდეგ ვისთან გააგრძელებდი საუბარს?

ალბათ ბებიაჩემთან, რომელიც ჩემი იდეალი იყო. 89 წლის ასაკში წავიყვანე კვიპროსზე, ვუყურებდით Sex and the City-ს, ვიკეთებდით სხვადასხვა ნიღაბს… ძალიან მენატრება.

ჩემი კითხვა: რა არის შენი დევიზი?

აღმოჩნდა, რომ არ არის მარტივი ასეთ კითხვებზე პასუხი… არასოდეს დანებდე და არასოდეს თქვა „არა“.