Georgian Airways-ის ივლისში შესასრულებელი ჩარტერული რეისების განრიგი ცნობილია

ქართული ავიაკომპანია “Georgian Airways”-ი, ივლისში ამსტერდამის, ვენისა და თელ-ავივის მიმართულებით რამდენიმე ჩარტერულ რეისს შეასრულებს, – ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს. ფრენები Boeing B373 და Embraer ERJ190 ტიპის საჰაერო ხომალდებითა და ჯანდაცვის უწყებასთან შეთანხმებული პროტოკოლის მიხედვით შესრულდება.

ფრენების განრიგი ამსტერდამის მიმართულებით:

  • 4 ივლისი, თბილისი – ამსტერდამი – თბილისი (გაფრენა 06:50, მოფრენა 17:15);
  • 6 ივლისი, თბილისი – ამსტერდამი – თბილისი (გაფრენა 06:30, მოფრენა 17:15);
  • 11 ივლისი, თბილისი – ამსტერდამი – თბილისი (გაფრენა 06:50, მოფრენა 17:15);
  • 18 ივლისი, თბილისი – ამსტერდამი – თბილისი (გაფრენა 06:50, მოფრენა 17:15);
  • 20 ივლისი, თბილისი – ამსტერდამი – თბილისი (გაფრენა 06:30, მოფრენა 17:15);
  • 25 ივლისი, თბილისი – ამსტერდამი – თბილისი (გაფრენა 06:50, მოფრენა 17:15);
  • 27 ივლისი, თბილისი – ამსტერდამი – თბილისი (გაფრენა 06:30, მოფრენა 17:15);

ფრენების განრიგი ვენის მიმართულებით:

  • 5 ივლისი, თბილისი – ვენა – თბილისი (გაფრენა 16:30, მოფრენა 00:10 + 1)
  • 12 ივლისი, თბილისი – ვენა – თბილისი (გაფრენა 16:30, მოფრენა 00:10 + 1)

ფრენების განრიგი თელ-ავივის მიმართულებით:

  • 2 ივლისი, თბილისი – თელ-ავივი – თბილისი (გაფრენა 07:10, მოფრენა 13:15)

აღსანიშნავია, რომ რეგულარული ფრენები, დიდი ალბათობით ივლისამდე გადავადდება, ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.